„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
17 წელი შინდისის ბრძოლიდან. შინდისის გმირებს დილიდან იხსენებენ მემორიალთან. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო რუსულ ასეულთან. საოკუპაციო ძალებს, რომლებმაც წინასწარ ჩასაფრება მოაწყვეს, დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცები მათ წინააღმდეგობას თითქმის ორი საათის განმავლობაში უწევდნენ. ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
17 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მურვანიძე. მისი თქმით, იმ დღეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ისიც დაიჭრა, თუმცა ორ დღე-ნახევრის შემდეგ, დაჭრილი ადგილობრივებმა გადაარჩინეს.
"გორის ერთ-ერთი თავშეყრის რაიონში უნდა მივსულიყავით და აქ, ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ახლო ჩასაფრება, საიდან გასვლაც აღარ გვაცადეს. ჩვენს ზურგს უკან ორი ტანკი იყო, ისინი ამოქმედდნენ და ესენი იყვნენ აქ განლაგებულები.
როდესაც დავიჭერი ორ დღე-ნახევარი ვიყავი არხში ჩაგდებული, გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად. 13 აგვისტოს ადგილობრივები გარდაცვლილ ბიჭებში რომ ეძებდნენ იქნებ ვინმე დაჭრილი ყოფილიყო მაგ სიტუაციაში მნახეს იქ, მესამე დღეს", - აღნიშნავს გიგა მურვანიძე.