„6 წელი გავიდა და დავშორდი...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე
1758141370
„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული ფორმა, ინსტრუმენტი და ამ მექანიზმის გამოყენებისგან, ჩვენ უარის თქმას არ ვაპირებთ," - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანა მორიგ სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ გადაიტანს.
"ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, მანამდეც, სანამ "ლელო" მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქვეყანა მორიგ რევოლუციას, მორიგ სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ გადაიტანს და დღეს თუ ვინმე საუბრობს და აქვს სურვილი მორიგი არეულობის თუ დესტაბილიზაციის, ესენი არ არიან ჩვენი ქვეყნის კეთილისმოსურნეები. ეს, ერთადერთი ვის ინტერესშიც შეიძლება შედიოდეს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი და მგონი არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ოცნების" მოღალატე რეჟიმი, რომელმაც უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა და ტოტალური უსამართლობა დაამკვიდრა, დავუპირისპირდეთ ყველანაირი მეთოდით. დღეს რომ ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში შევედით, ეს ჩვენ ოპონენტებზე კარგად ვიცით და ამას ვინმე კი არ უარყოფს," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.