აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დღე“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით თითოეული ქართველის ვალია გაუფრთხილდეს იმ არჩევანს, რომელმაც განამტკიცა სახელმწიფოებრივი გზა.
,,1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.