ჩვენ ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ჩვენ ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რას ელოდება ქვეყანა საგარეო მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ. მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.