პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759603217
"როგორ შეიძლება, 80% პარტია მხარს უჭერდეს "ქართულ ოცნებას" და 10 000 ადამიანმა გადატრიალება მოახერხოს - წარმოუდგენელია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, დღეს ქართველი ერია ერთადერთი ძალა, რომელმაც, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შეძლო და სუვერენიტეტი შეინარჩუნა.
"მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ქართველი ერის ნიჭიერებას. ერთადერთი სახელმწიფო საქართველოა, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ზურგს უმაგრებდა.
"ნაციონალური მოძრაობის" უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა. ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. არ მინდა კონკრეტიკაზე გადავიდე, აქ გავჩერდები.
უნიჭიერესი ერი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოხერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით... ჩვენ, ჩვენი ერთობით, მოვახერხეთ, გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.
ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩათ მსოფლიოში, შეიძლება, საქართველოს ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას, ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა.
აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. დღესაც, თუ ადევნებ თვალყურს, მცდელობა აქვთ.
მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ, საბედნიეროდ, აქაც ქართველი ხალხის სიბრძნე [ჩანს] და ნახეთ, რამდენი არიან.
როგორ შეიძლება, 80% პარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა ადამიანმა გადატრიალება მოახერხოს, წარმოუდგენელია.
გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.