რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
1751641039
ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით საგამოძიებო ფარსში ვართ, რომელსაც ბიძინა აწყობს და ამით საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ყოველდღიურად ვხედავთ სპექტაკლებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ძალიან ღიმილის მომგვრელი იყო“. კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, ზის ეთერში, ღიად საუბრობს ჩორჩანის თემაზე, აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება.
„ყოველდღიურად ვხედავთ სპექტაკლებს, რომლებიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ფინანასთა ყოფილ მინისტრს, ივანე მაჭავარიანს რა თემაზე იბარებენ, არ ვიცი, ალბათ ჩორჩანის თემაზე, თუმცა შესაძლოა, სხვა საკითხებზეც დაუსვან კითხვები. ვნახოთ, როდესაც ის გასცემს პასუხებს, შემდეგ გვეტყვის, რა თემებით იყო დაინტერესება. გუშინ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ძალიან ღიმილის მომგვრელი იყო, კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და საქართველოს ისტორიულ პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა, ზის ეთერში და ღიად საუბრობს ჩორჩანის თემაზე, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღიად ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, „ოცნება“ მზადაა, ქვეყნის ინტერესების დაზიანებითაც კი განახორციელოს გეგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააანონსა და გაგრძელდა გიორგი გახარიაზე თავდასხმით.
„მთავარია საგუშაგოს კონტექსტში გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები. პირველ რიგში, ის ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვხედავთ, რომ გამოკითხული ადამიანები, ვინც იყვნენ საგამოძიებო კომისიაზე, ჩორჩანის მკვიდრები არ იყვნენ. ვხედავთ, ყველა განცხადება, გადადგმული ნაბიჯი აზიანებს ჩვენს ქვეყანას. „ოცნება“ მზადაა, ამ ინტერესების დაზიანებითაც კი განახორციელოს საკუთარი გეგმა, რომელიც ივანიშვილმა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „იმედის“ ეთერში დააანონსა და გაგრძელდა გიორგი გახარიაზე თავდასხმით. ჯაჭვური რეაქციაა და, საბოლოოდ, ესაა პოლიტიკური შურისძიების აქტი, რომელიც დაანონსდა და მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.