ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან

აქცია

ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას.

პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ჩაიყვანოს. აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.