შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
"ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ჩინეთი.
"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული", - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ლინ ძიენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
"ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.