ჩემი პოლიტიკური განცხადება ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილს, ლაზარე ჯორბენაძეს შესახებ შევიტყვე მისი განცხადებიდან - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

გაზეთ "ასავალ-დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პარალელურად, რომლებშიც ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ, ამჯერად ექს-პრემიერს მხარდაჭერას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი უცხადებს. ლაშა ნადარეიშვილი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, დღეს კი, სოციალურ ქსელში წერს ზუსტად იმავეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ წერილებში. ღარიბაშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარების მიუხედავად ჟურნალში დაიბეჭდა არაერთი სტატია ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, მისი პოლიტიკური განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდა და ჯორბენაძის შესახებ სწორედ ამ განცხადებიდან შეიტყო.

"მე ძალიან არაკომპეტენტური ვარ ამ ნაწილში, ვერაფერს გეტყვით. დაკითხონ ნადარეიშვილი და გაიგონ, იქნებ იქიდან რამე საინტერესო გამოიტანოთ. ჩემი პოლიტიკური განცხადება ამ საქმეს არ ეხებოდა. ჩემი პოლიტიკური განცხადება ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილს. ლაზარე ჯორბენაძეს შესახებ შევიტყვე ამ განცხადებიდან. ოღონდ არ მაინტერესებს, ამაზე პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია", - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.