„ამ თემას მეტს აღარ გავშლი“ - ზაზა თელია განმარტავს შეიძლება თუ არა სარეცხი საპნით კანის დაბანა
1762183754
ჩეხეთში ახალი მთავრობა იქმნება და ჩეხეთის მოსახლეობა ხედავს, სადამდე მიიყვანა იმ უაზრო პოლიტიკამ, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბრიუსელს აქვს. ახლა მათ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ ის, რაც რეალობაა და ნებისმიერი ქვეყნის ინტერესია, თავი დაიცვას უცხოური გავლენისგან, ჩეხეთშიც ხორციელდება.
„ევროკავშირში არსებულ ტენდენციას მხარს ვუჭერთ, რომ ხელისუფლებაში ის ძალები მოვიდნენ, რომლებიც ორიენტირებული არიან ეროვნულ ინტერესზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. გვახარებს, რომ სულ უფრო იკრებენ ძალებს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს, საღ აზრს ყველაზე წინ აყენებენ. ჩეხეთში ახალი მთავრობა იქმნება და ჩეხეთის მოსახლეობა ხედავს, სადამდე მიიყვანა იმ უაზრო პოლიტიკამ, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბრიუსელს აქვს. ახლა მათ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ. მისასალმებელია, რომ ის, რაც რეალობაა და ნებისმიერი ქვეყნის ინტერესია, თავი დაიცვას უცხოური გავლენისგან, ჩეხეთშიც ხორციელდება.
სამწუხაროდ, ევროკავშირის შიგნით მცდელობებია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ბრიუსელის ზოგიერთი სტრუქტურა ექცევა როგორც არათუ წევრ სახელმწიფოს, არამედ დამრიგებლური ტონით ესაუბრება. კარგია, რომ უნგრეთთან, სლოვაკეთთან ერთად, ახლა ჩეხეთიც ასეთ მიდგომებს ახმოვანებს. სხვა ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში მოქალაქეების მხრიდან უფრო მეტად გააზრებას ვხედავთ, რომ ეროვნული ინტერესები განმსაზღვრელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ბრიუსელის გაუაზრებელმა პოლიტიკამ ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანა.
„სივრცე, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სივრცე იყო, დღეს ომის საფრთხეებსა და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს. ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროკავშირს ის დამართეს, რომ მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი ომის რისკის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე მყოფ სივრცედ აქციეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.