„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...“ - რა შეემთხვა არუნ ხათრის
1762028338
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„4 ნოემბერს 05:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვილის, მურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 06:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, ჭავჭავაძის, პეტრე იბერიელის, ანტიოქიის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, დორეულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, ფანშეტი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 11:55-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე და 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, ნაოზა, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 16:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, ბურიანი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.