ჩეხეთის საგარეო უწყება: 8 აგვისტო, 2008, ზუსტად 17 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ისევე როგორც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, მაშინაც შეჭრა შენიღბული იყო ძმური დახმარებით

ჩეხეთის საგარეო უწყება

8 აგვისტო, 2008,  ზუსტად 17 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ისევე როგორც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, მაშინაც შეჭრა შენიღბული იყო ძმური დახმარებით, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„8 აგვისტო, 2008, ზუსტად 17 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ისევე როგორც 21 აგვისტოს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, მაშინაც კი შეჭრა შენიღბული იყო ძმური დახმარებით. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მათი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყება.