1751716643
"ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ პრეზიდენტის შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, თუ რა რეიტინგით სარგებლობენ" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას

"ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე. თუ ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, მათ ექნებათ საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში" - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას ეხმაურება.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს.
"მისასალმებელია ბატონი ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს "ქართულმა ოცნებამ", იქიდან გამომდინარე, რომ ამათ მაღალი რეიტინგი აქვთ, მოახდინა მათი დაკავება, რაზეც საუბრობდნენ უცხოეთში, დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი თავისით დაარღვიეს. ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე. თუ ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, მათ ექნებათ საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. ხოლო, თუ ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, რომ ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იციან წინასწარ, რა შედეგსაც მიიღებენ და ამ შედეგის "გაპრავება" შემდეგ სურთ იმით, რომ ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ. კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ მოქალაქეებს, თუ რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი საქართველოში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
მიხეილ ყაველაშვილი მზადაა სურვილის შემთხვევაში შეწყალების აქტი გამოსცეს და ოპოზიციონერ ლიდერებს შესაძლებლობა მისცეს სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების განაცხადში, მითითებული უნდა იყო პოლიტიკოსთა სურვილიც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.