ბულინგის კამპანია - ოპოზიციის შეფასებები

პარლამენტი

ბულინგის კამპანიას, რომელიც პარლამენტში გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა, ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.

„აეროპორტში გოგონასთვის პასპორტის ჩამორთმევა, გადაადგილების შეზღუდვა და მათ შორის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმის აღძვრა სწორედ ამ ტერორის ნიშანია. წინააღმდეგობა მოქალაქეების არის მათი კონსტიტუციური უფლება“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„პერსონალურად კამერებს მიღმა ვესაუბრებოდი ამ [ხელისუფლების წაარმომადგენლებს] ადამიანებს, რომ საკუთარ შვილებს ნუ გაუკეთებთ ამას მეთქი. ისმინეს? - არ ისმინეს. ეს სამწუხარო შედეგები, რაც ახლა ხდება ორივე მხარეს, არის 100%-ით ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.