მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროში ფერებში განათდა

ბრატისლავას ციხე

ბრატისლავის ციხესიმაგრეზე, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის პატივსაცემად, საქართველოს დროშა გამოსახეს.

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.