ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
თუ გახანგრძლივდა საომარი მოქმედებები ირანში, რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი გავლენა ექნება რეგიონზე როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისითაც და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ უნდა ვიყოთ პანიკაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ირანში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში ირანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტია.
„წინა აზიაში პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან ბევრით არის დამოკიდებული ირანისა და თურქეთის, ამ ორი რეგიონული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზე და საშინაო სტაბილურობაზეც.
ირანში რაიმე ისეთი აფეთქება, სახელმწიფოს დაშლა, ხანგრძლივი ომი ან მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, საქართველოზე და მთლიანად რეგიონზე ძალიან უარყოფითად აისახება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს პანიკური შიში, როგორც ზოგიერთი თესავს, რომ ხვალ-ზეგ მოხდება დაბომბვა და ლტოლვილთა ნაკადები საქართველოს მოაწყდება და ასე შემდეგ. ჩვენ საკმაოდ შორს ვართ ირანისგან - ჩვენს შორის სახელმწიფოებია. ჩრდილოეთ ირანში სახლობენ თურქები, აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომლებიც იქიდან არსად აყრას და საქართველოსკენ წამოსვლას არ აპირებენ - ეს უნდა ვიცოდეთ.
რაც შეეხება ხანგრძლივ ვადიან პროცესს, თუ გახანგრძლივდა ეს საომარი მოქმედებები ირანში, რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი გავლენა ექნება რეგიონზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისითაც და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ უნდა ვიყოთ პანიკაში“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, თუ როგორ განვითარდება ირანში მოვლენები აშშ-თან მიმართებაში, ეს ძნელად საპროგნოზოა, ვინაიდან თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედებს, როგორც იმპერატორი - ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს.