როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ გამოკითხვა და ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს ამ მიმართულებას, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ პოლიტიკურ პლატფორმად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
„აქ შეიძლება იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც აღიარებს საქართველოს პერმანენტული ნეიტრალიტეტის უპირატესობას და პრიორიტეტს მომავალი განვითარებისთვის“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, მათი პარტნიორები იქნებიან ის პარტიები, ვინც მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და არ არიან მართული რომელიმე ქვეყნის დედაქალაქიდან.
„საკმარისია, საქართველოში დაიწყოს დიდი ეკონომიკური პროექტი ან დაიწყოს ახალი პოლიტიკური ინიციატივა, მაშინვე ჩნდება პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რომელი ქვეყნის დედაქალაქიდან არიან მართული და საიდან იღებენ დაფინანსებას, ვიდრე გამჭვირვალობის კანონს მივიღებდით, არ ვიცოდით.
საქართველოში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ დაფინანსებას ზოგი ტაივანიდან, ზოგი აშშ-დან, ზოგი ბრიუსელიდან, ზოგი გერმანიის საელჩოდან, ეს ჯგუფები ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან. დანარჩენი, ვინც საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს, იცავს საქართველოს კანონმდებლობას, გამოხატავს საკუთარ აზრს, ჩვენ ამ პოლიტიკურ პარტიებთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა. პარტიის აღმასრულებელ მდივნად ვატო შაქარიშვილი აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები მასთან ერთად იქნებიან ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი.