როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ალბათ, საქართველოს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ვინ, რატომ და რა მიზნით, შეიყვანა შეცდომაში და რატომ გაკეთდა ასეთი განცხადება, როგორ მოხდა ამის გაკეთება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, BBC-ის განცხადება აბსურდული ბრალდებაა.
„BBC-ის დღევანდელი განცხადება მიმართულია საქართველოს იმიჯის შელახვისკენ და მიმართულია იქითკენ, რომ აქაურ ექსტრემისტებს ჰქონდეთ რაღაც საკვები, თითქოს, პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს აბსურდული ბრალდებაა, რომელიც არაფერს ეფუძნება, გარდა ყალბი დასმენისა, რაშიც დახელოვნებულია ფაქტობრივად, ეს აგენტურული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ პოლიტიკური ოპოზიციის სახელით“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არის აუცილებელი საქართველომ აიღოს BBC-ის ან ვინმეს სტანდარტი“.
„ჩვენ გვაქვს ქართული სტანდარტი, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნის სტანდარტს სჯობს. ჯობია, რომ შევქმნათ და დავიცვათ ქართული სტანდარტები და არ ვიყოთ დამოკიდებული და BBC-ის სტანდარტის შემყურეები“, - დასძინა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის სტატიაზე: „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.