ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხადებები. ბათუმში აშენდება ბათუმური და თბილისში- თბილისური ქალაქი, გაკეთდება ქართული საქმე და მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები 21- ე საუკუნეში მიუღებელია. ჩვენ უნდა მივესალმოთ უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტს - ასეთ უპრეცედენტო ინიციატივას საქართველოს ისტორიაში, რადგან მსგავსი ბევრ ევროპულ ქალაქშიც კი არ ყოფილა, - ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„შემიძლია მოგაწოდოთ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე აბუდაბია, მეორეზე დოჰადა ა.შ. სწორედ აზიური ქვეყნების ქალაქები იკავებს პირველ ხუთეულს. თუ პოლიტიკური ინტერესი და ქვეყანა არ გადარდებთ, მოერიდეთ და თბილისელების და ბათუმელების ინტერესებს მაინც ნუ აზიანებთ. არაჩვეულებრივი ინვესტიცია ხორციელდება თბილისსა და ბათუმში , რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს მოიტანს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დღევანდელ გამოსვლაში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.
„რვა წლის განმავლობაში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ დეველოპერთან მქონდა ურთიერთობა, მაინც არ მქონდა საშუალება ორივე მხარესთან გარიგება შემდგარიყო, ამის მიზეზი კი უმეტესწილად მოსახლეობა იყო. მინდა მივმართო მათ, რომ მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სახლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ამ პროგრამით კი მათი ქონების ფასი ორმაგდება, საცხოვრებელი გარემო კი უსაფრთხო გახდება“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ
ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართა და „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაზე ისაუბრა.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ პროფესიულ გადამზადებას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მოთხოვნა პროფესიულ საქმიანობაზე დიდია. ეს შესწავლილია მუნიციპალიტეტის და გუნდის მიერ. პროფესიული სასწავლებლის დახმარებით მიიღებ ცოდნას და დასაქმდები. აღნიშნული პროგრამა მერიამ 10 ათას ახალგაზრდაზე გამოყო, ხოლო 12 ათასმა მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა აღვნიშნო რომ ამ პროგრამაზე მოთხოვნა 100 % გაიზარდა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.