ბანკთან დაკავშირებით რა არის საიდუმლო და რა არა, რომან გოცირიძე სხვებს უნდა ასწავლიდეს. იცის, განა არ იცის, უბრალოდ თავს იბრიყვებს - თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

„ვის ვის და ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს უნდა ცოდნოდა, რომ ეროვნულ ბანკში მოქმედებს უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი აქტივის მათ შორის, ოქროს ზოდების, ტრანსპორტირების, შენახვისა და დაცვის სათანადო პირობებს. ისე, მისი გამოცდილების კაცს არც კი უნდა დაესვა ეს შეკითხვა“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის ფეისბუქ სტატუსს, რომლის მიხედვითაც პარლამენტარი ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ოქროს რეზერვების საქართველოში ჩამოტანას სარისკოდ მიიჩნევს და სებ-ის მხრიდან მის სადეპუტატო სეკითხვაზე გაცემულ პასუხს, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფო საიდუმლოებაა, უპასუხისმგებლოსა და არაპროფესიონალურს უწოდებს.

„ბანკთან დაკავშირებით რა არის საიდუმლო და რა არა, რომან გოცირიძე სხვებს უნდა ასწავლიდეს. იცის, განა არ იცის, უბრალოდ თავს იბრიყვებს. ახლა საქმეს ასე სჭირდება. თანაც, ოქროს რეზერვების დაცვას ის სებ-ს ოქროს შენახვას რუსული სტანდარტით სთხოვს. თავად რუსულ წყაროებს ეყრდნობა, მაგრამ პრორუსობის გადაბრალებასაც სხვებზე ცდილობს.“- წერს მეგრელიშვილი. „ხალხის ძალის“ წევრი ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ახსენებს, რომ სებ-ი შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მას კი სანამ დროა საქვეყნო საქმის კეთებისკენ მოუწოდებს. „ბატონო რომან, სები შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ხომ არ ჯობია თქვენ თქვენს საქმეს მიხედოთ. მოასწარით, იქნებ რამე საქვეყნო გააკეთოთ. ხომ იცით შესაძლოა მომავალ პარლამენტში აღარც იყოთ“- ვკითხულობთ თამთა მეგრელიშვილის სტატუსში