ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
"ბაჩო ახალაიას უბინძურესი და უბოროტესი წარსულიდან გამომდინარე, არანაირი სცენარი არ არის გამორიცხული", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
"გამოძიებამ უნდა გასცეს ამას პასუხი, დაშვების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ბაჩო ახალაიას ჩართულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მეშვეობით შემოვიდა საქართველოში, ლოკაცია ავლაბარში იყო ბაჩო ახალაიას მეუღლის ბინა. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ზოდელავა და ბატონი ბურჭულაძე სტუმრობდნენ ბაჩო ახალაიას. ჩვენ ვიცით, თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან, რომ მის ბინაში თათბირები იმართებოდა და ა.შ.
ბაჩო ახალაიას უბინძურესი და უბოროტესი წარსულიდან გამომდინარე, არანაირი სცენარი არ არის გამორიცხული. უნდა დაველოდოთ იმ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას, რომელიც ბატონ ბურჭულაძესა და ბატონ ახალაიას შორის არსებობს, თუ დადასტურდა, რომ ეს რეალური საუბარი იყო, მაშინ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.