ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ის ამბიციური პროექტია, რაც დღეს უკვე რეალობაა - გიორგი ტყემალაძე

გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში წარუდგინა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ის ამბიციური პროექტია, რაც დღეს უკვე რეალობაა. ჩანაცვლების სამუშაოები ოთხ ობიექტზე მიმდინარეობს, კმაყოფილდება 120 ოჯახი; 20 მისამართზე საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, დაკმაყოფილდება 1 100 ოჯახი. ჩვენ მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რადგან 100-პროცენტიანი თანხმობაა საჭირო პროგრამის განსახორციელებლად. ნდობა უკვე არსებობს მოსახლეობაში, იციან, რომ რეალურად ვახორციელებთ თანამედროვე, ევროპული ტიპის კორპუსების მშენებლობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტებია: ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 7, კორპუსი 12-ში მშემენებლობა დასრულდა და გარემონტებული ბინა გადაეცა 36 მესაკუთრეს; ვარკეთილის დასახლება, კალოუბნის ქუჩა N18-ში მიმდინარეობს სამუშაოები და გარემონტებული ბინა გადაეცემა 29 მესაკუთრეს; საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს პროგრამა, რომლის შედეგად, გარემონტებული ბინა გადაეცემა 19 მესაკუთრეს; ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 4, კორპუსი 6-შიც მიმდინარეობს სამუშაოები და გარემონტებული ბინა 36 მესაკუთრეს, კომერციული ფართი კი ერთ მესაკუთრეს გადაეცემა.

ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ისაუბრა იმ სამუშაოების შესახებ, რაც დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართულებით განხორციელდა და მიმდინარეობს.

„დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა – მუნიციპალიტეტმა 80-მდე დაუმთავრებელი მშენებლობის საქმე განიხილა. მერიამ თავის თავზე აიღო უკვე აშენებული კორპუსების დასრულება, ასევე, დაიწყო სამუშაოები, რაც სრულად მშენებლობას საჭიროებდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტორებთან და დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად, ერთობლივად ხდებოდა მშენებლობების შეთანხმება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე ცნობით, მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დაკმაყოფილდა 12 000-ზე მეტი ოჯახი. ამ ეტაპზე, შვიდ სამშენებლო ობიექტს ასრულებს მუნიციპალიტეტი – დახარჯულია 41 მლნ ლარზე მეტი. დაზარალებულ პირთა მოთხოვნით, ფართის ნაცვლად, თანხით კომპენსაცია – 33 მლნ ლარზე მეტი გადაეცათ. 2025 წლის ბოლომდე დასრულდება და/ან ექსპლუატაციაში შევა 20-მდე დაუმთავრებელი მშენებლობა.