აუცილებელია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდეს - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება - შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქმნება.

საკითხზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. როგორც პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია, ქვეყანაში ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდეს:

"რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ამოღება? სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე, ეს არის იმის კიდევ ერთი მაგალითი, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ახალი გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.