აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სტივ უიტკოფს და სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ

თამარ ტალიაშვილი

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სტივ უიტკოფს და სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ.

„გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე “მშვიდობით მოპოვებული კეთილდღეობა” შევხვდი სენატორ სტივ დეინსსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს.

საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმზე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს გლობალურ კონტექსტში მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარების საქმეში“,-წერს თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.