აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა

ჯიმ ო'ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, საუბარი ეხებოდა ჩვენს ძლიერ შეშფოთებას კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონს და მის ნეგატიურ გავლენას საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”,- წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.