აშშ-ის საელჩო: ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“

აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელისა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილბოდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“. „აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდადღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.