ექიმებმა დაასახელეს ვაშლის რაოდენობა, რომელიც ყოველდღე უნდა მივირთვათ
1791106054
"არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი მხარს არ უჭერს საქართველოს სანქცირებას", - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მათ პოლიტიკურ ჯგუფს ALDE-თან კავშირი არ აქვს.
"ALDE არ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს. რა უნდა გითხრათ ახლა მე ALDE-თან დაკავშირებით რა განცხადება გააკეთა. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი მხარს არ უჭერს საქართველოს სანქცირებას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.