არც ცოცხალი და არც მკვდარი არ აინტერესებთ, ყველასა და ყველაფერზე, ყველანაირ სიბინძურეს იკადრებენ... ეს არის მათი შინაგანი მდგომარეობა - ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისთვის მორალური ზღვარი არ არსებობს და ისინი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მიმართ უკიდურესად აგრესიულები არიან.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიის წევრები მზად არიან, ოპონენტების წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სიბინძურე იკადრონ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რამე წესიერს და კარგს ხომ არ იტყვის და გააკეთებს? მისთვის ყველა, ვინც არ არის "ნაციონალი", არის ორგანულად მიუღებელი. არც ცოცხალი და არც მკვდარი არ აინტერესებთ, ყველასა და ყველაფერზე, ყველანაირ სიბინძურეს იკადრებენ. ეს არის მათი შინაგანი მდგომარეობა და კომენტარიც არ სჭირდება მათ ამ მდგომარეობას. ღმერთმა უშველოთ, თუ საშველი როდისმე დაადგებათ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის კრიტიკა ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში მიცვალებულების, მათ შორის გარდაცვლილი ლაშა ბასლანძის მისამართით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან მსგავსი ქმედებები პარტიის რეალურ, დესტრუქციულ ბუნებასა და მორალური სტანდარტების სრულ არარსებობას აჩვენებს.