არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება სიმართლის გაჟღერება და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც თავად გადაწყვეტენ. ამას ვერ უბედავენ აშშ-ს, ხოლო საქართველოს მიმართ უმარტივდებათ, თვლიან, რომ ჩვენ ვართ დაბალი ღობე

არჩილ გორდულაძე

ქალბატონ კაია კალასის, როსების და ა.შ. არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება სიმართლის გაჟღერება. ამ ყველაფერს ვერ უბედავენ აშშ-ს, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, თვლიან, რომ ჩვენ ვართ დაბალი ღობე, მაგრამ ძალიან ცდებიან, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს სურთ, რომ ფეხქვეშ გათელონ სიმართლე და ჭეშმარიტებად მხოლოდ ის მიიღოს ქართველმა ხალხმა, რასაც ისინი იტყვიან.

„ქალბატონ კაია კალასის, როსების და ა.შ. არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება სიმართლის გაჟღერება. უნდა იყოს ფეხქვეშ გათელილი სინამდვილე და მხოლოდ და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ. ამ ყველაფერს ვერ უბედავენ აშშ-ს, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, თვლიან, რომ ჩვენ ვართ დაბალი ღობე, მაგრამ ძალიან ცდებიან. არავითარი დაბალი ღობე საქართველო არ არის და ყოველთვის ჭეშმარიტებაზე იტყვის, რომ ჭეშმარიტებაა, ხოლო სიცრუეს ყოველთვის ამხელს ქართველი ხალხი და ზუსტად ამიტომაც არს მცდელობები ევრობიუროკრატებისგან და მათ უკან მყოფი ძალებისგან, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, კაია კალასმა განაცხადა: „შეერთებული შტატების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსგან განსხვავება იმაშია, რომ ამერიკა არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრებას“.