არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება - შალვა კერესელიძე

შალვა კერესელიძე

საქართველოში ოპოზიცია და მისი აქტივისტები სერბეთთან პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არათუ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ გამარჯვების შანსი, არამედ სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.

შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ ფლანგზეც. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის თქმით, სერბეთის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება შეცვალა.

"არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება, ჩემი პირადი დამოკიდებულება. სერბეთის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეცვალა ხელისუფლება", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.

მოძრაობა "სტუდენტური სია" ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა მედია წერს, რომ წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

✕