არჩევნები არის ის გზა, რასაც ჩვენ ვირჩევთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, ვერანაირი ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფი პარტიები თუ სხვა ძალები - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

"არჩევნები არის ის გზა, რა გზასაც ჩვენ ვირჩევთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის - ვერანაირი ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფი პარტიები თუ სხვა ძალები," - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდსა და "ლელო-ძლიერ საქართველოს" შორის თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების შეთანხმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"კოალიცია "ლელო-ძლიერ საქართველოს" შორის ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები სამუშაო რეჟიმი, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეეხება კანდიდატებზე შეთანხმების საკითხს," - აღნიშნა შარაშიძემ.