1757870206
არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია - გია ვოლსკი

"არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
"სწორად სვამთ შეკითხვას. თუ გამოძიება მიმდინარეობს, გამორიცხავთ, რომ ვიღაცის გვარები, ყოფილი წევრები ფიგურირებდნენ?... მე გამოვრიცხავ. არა მარტო მე გამოვრიცხავ ამას, მაგრამ, ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს გამოძიებამ ყველა დეტალის შემცველი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით როდესაც ამბობ - მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას, უკვე ტოვებ გარკვეულ შეკითხვებს შენი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ. ასეთი შეკითხვები არ არსებობს. ეს იმიტომ დასახელდა [ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის ყოფილი წევრები], რომ თქვენ შეკითხვა დამისვათ, რომ ხალხში რაღაც ნიჰილიზმი გაჩნდეს, არასტაბილურობის განცდა უნდათ შემოიტანონ.
ჩვენი მხრიდან მინიშნებები რაზეც კეთდება, ამის იქით საკომენტარო დღეს არაფერია. არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია, ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.