არაკონსტიტუციური იქნება, თუ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ აიღონ ახლებური ელექტრონული პირადობები, არ მივცემთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას -

ბექა ოდიშარია

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პროცესი ისე უნდა განვითარდეს, რომ გაუქმდეს ყველა ძველი პასპორტი, პირადობა, მათ შორის ლამინირებული და ეს ასეც მოხდება, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

უბრალო, არაკონსტიტუციური იქნება, თუ ჩვენ იმის გამო, რომ ადამიანებს გარკვეული რელიგიური ან სხვა პრინციპული მოსაზრებებით არ სურთ აიღონ ახლებური ელექტრონული პირადობები, არ მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.