"არ ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე და ქვეყანა ქაოსში ჩავძირო" - სტარმერის ლეიბორისტული პარტია ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა

სტარმერი

სტარმერის ლეიბორისტული პარტია - ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. საბოლოო შედეგებით ინგლისის მასშტაბთ პირველი ადგილი დაიკავა ოპოზიციურმა პარტია "გაერთიანებული სამეფოს რეფორმამ", შოტლანდიაში პირველ ადგილზე "შოტლანდიის ეროვნული პარტიაა", უელსში კი ხმების უმეტესობა "პლაიდ კემრისმა" მოიპოვა. მიუხედავად წაგებისა, კირ სტარმერი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ის პრემიერის პოსტზე ხუთი წლით არის არჩეული.

"ეს ნამდვილად მძიმე შედეგია. არაფრის შელამაზებას არ ვაპირებ. ჩვენ დავკარგეთ ლეიბორისტების ბრწყინვალე წარმომადგენლები - ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, ჩვენი პარტიისა და მოძრაობის განვითარებაში. ამომრჩეველმა მკაფიო სიგნალი გამოგვიგზავნა ცვლილებების ტემპსა და იმის შესახებ, თუ როგორ სურთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამირჩიეს.

არ ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე და ქვეყანა ქაოსში ჩავძირო. მათ მიგვანიშნეს, რომ დაპირებული ცვლილებების შედეგები ყოველდღიურობაზე ჯერჯერობით სათანადოდ არ ასახულა. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: ხალხს წლების განმავლობაში არსებული სტატუს-კვო მობეზრდა. თუმცა, ჩვენ სწორედ ამ გამოწვევების მოსაგვარებლად მივიღეთ მანდატი. მე არ განვუდგები ამ გზას და არ დავუშვებ ქვეყანაში ქაოსს. ჩვენი მოვალეობაა სირთულეების დაძლევა. ხუთწლიანი ვადით ვარ არჩეული. ვაპირებ, ეს ვადა ბოლომდე მივიყვანო,"- აცხადებს სტარმერი.