წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება ოპოზიციაში - მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში, ეს არის ბრალდება რომელსაც "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს უყენებენ.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ რუსული სპეცოპერაცია იყო. პასუხად "ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ღალატში ადანაშაულებს და კონტრბრალდებებს უყენებს.
"ლელოს" პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს "გირჩი" და გახარიას გუნდი. "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო.
"ეს იყო ერთობლივი სპეცოპერაცია, დაწყებული ბოიკოტით, იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში არჩევნებს გამოუცხადო ბოიკოტი, რადგან არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ბოიკოტი თავიდანვე იყო დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს არაერთხელ აქვთ ნანახი ის შედეგები, რომელიც მოიტანა მსგავსმა უპასუხისმგებლო ქმედებებმა," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვიკა ფილფანმა.
"გირჩში" კი იმასაც ამბობენ, რომ "ლელო" ცდილობს გაამართლოს საკუთარი უნიათობა."
"ლელო" რომ თავის თავს არაფერ არ დააბრალებს და სხვას გადააბრალებს, ეს ისედაც გასაგებია. "ლელო" შეიძლება ცდილობს გაამართლოს საკუთარი უნიათობა და ა.შ. მაგრამ ახლა ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა, რომ მისაღები იყო ისედაც გასაგებია. უბრალოდ გაუაზრებელი მორიგი განცხადება იყო ან ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავის ყოფილ პარტნიორებთან, რომელთან ერთადაც უნდოდა კოალიციური მთავრობა, დაინახა მათში რუსეთის აგენტები," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ბოიკოტს, რუსული სპეცოპერაციას უწოდებს. განცხადება "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ელისაშვილი ახსენებს ჩანერგილებს, დაგეგმილ ავანტიურას და ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო შემოგდებული.