თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს, არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
სალუქვაძის თქმით, ისინი პროვოკაციებს ვერ ეშვებიან.
„რაც შეეხება 26 მაისს, ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს. ეს არ არის ჯანსაღი საერთოდ, 26 მაისს, 9 აპრილს პოლიტიკური აქციების ჩატარება. 9 აპრილს ჩვენ ერთი მხრივ ვზეიმობთ და მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი ვისაც აწყობს ამ დღის დაჩრდილვა, ამ დღეს რაიმე პროვოკაციები, არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ისურვებდა, რომ საქართველო ყოფილიყო ისევ იმ იმპერიის შემადგენლობაში, რომელიც 1991 წელს დაიშალა. პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ? გამოვიდნენ და ჩაატარონ აქციები, ყოველდღე პროტესტი აქვთ. 26 მაისს ხალხი უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე. როგორც წესი, სამხედრო ტექნიკა გამოდის, ჯარისკაცები არიან, ბავშვები გამოდიან, ეცნობიან. ასეთი ღონისძიებებია საზეიმო ვითარებაში და ნამდვილად არ არის პოლიტიკური აქციების დრო“, - აღნიშნა მან.