ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და ისაუბრა, თუ რა საფრთხის შემცველია ბირთვულ ობიექტებზე შეტევა. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ძალიან სახიფათოა ირან-ისრაელის კონფლიქტის გაზრდა.
„პირველ რიგში, თვითონ ომი არის ძალიან საფრთხის შემცველი და ფეთქებადი. ფეთქებადში ვგულისხმობ იმას, რომ არ მოხდეს კონფლიქტის გაზრდა, მასში სხვა მონაწილეების ჩართვა. რაც შეეხება ბირთვულ ობიექტებზე შეტევებს, იგულისხმება ირანის სხვადასხვა ბირთვული ობიექტი, მაგრამ პირველ რიგში ვგულისხმობ იმ ბირთვულ ობიექტებს, სადაც მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამა. სხვა სპეციალისტების განსახილველი თემაა, რამდენად საშიშია კონკრეტულად ამ ობიექტებზე იერიშის მიტანა და გამოიწვევს თუ არა ეს რადიაციის ან სხვა რაიმე ტიპის საფრთხეებს. მაგრამ, საქმე რომ ძალიან სარისკო ობიექტებთან გვაქვს, ამას მე მგონი ბავშვიც ხვდება“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
ბრიგადის გენერალს მიაჩნია, რომ კონფლიქტის გადაზრდა რაიმე რეგიონულ ან სხვა ტიპის ომში არ მოხდება.
„ჩემი აზრით, თეთრი სახლი ახლა გადის კონსულტაციების რეგიონის სხვა მოთამაშეებთან ერთად. პირველ რიგში ეს არის პაკისტანი და ა.შ. თუმცა, პაკისტანი ამავე დროს არის ამერიკის მოკავშირე და მაინც მინდა ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, რომ კონფლიქტის გადაზრდა რაიმე რეგიონულ ან სხვა ტიპის ომში არ მოხდება“, - დასძინა სალუქვაძემ.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანში, ქალაქ არაკში მდებარე ბირთვული რეაქტორი დაბომბა. „ცაჰალის“ განცხადებით, რეაქტორის აგება 1997 წლეს დაიწყო, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ ის შეჩერდა.
საერთო ჯამში, გასულ ღამეს ისრაელმა ათობით ირანული ობიექტი დაბომბა. საჰაერო იერიშებში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 40 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
კილიან მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს
1750354859