„ალტერნატივა გერმანიისთვის“ მტკიცედ უარყოფს საქართველოზე მოხსენების პროექტს, ტექსტი წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას - ჰანს ნიუჰოფი

ჰანს ნიუჰოფი

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს, ტექსტი არამხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, არამედ ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰანს ნიუჰოფმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ ეთანხმება პროექტის სამ ძირითად პუნქტს.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამომხსენებლის რანგში, მე წავიკითხავ ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიციას, რეგლამენტის 56.4 წესის შესაბამისად, ყურადღებას გავამახვილებ სამ ძირითად პუნქტზე, ჩვენ უარვყოფთ პროექტის მე-5 პუნქტს, რომელიც ითხოვს პირად სანქციებს წინასწარი სასამართლო პროცესის გარეშე, რითაც არღვევს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინდივიდუალურ უფლებებს. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მიმართ ასეთი სანქციების გავრცელების მოწოდება წარმოადგენს კოლექტიური სასჯელის ფორმას, რაც როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სტანდარტების, ისე ასოციაციის საფუძველზე დანაშაულის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.

ჩვენ უარვყოფთ მე-8 პუნქტს, რომელიც მოითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებას და სასურველი პოლიტიკური ფიგურის ცალმხრივად დანიშვნას, რაც წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის მიერ დაცული სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას. ჩვენ უარვყოფთ მე-10 პუნქტს, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ერთსულოვნების მოთხოვნას გვერდი აუაროს, საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რითაც ძირს უთხრის თავად გაერთიანების იურიდიულ წესრიგს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს. ტექსტი არამხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, მაგრამ ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – განაცხადა ჰანს ნიუჰოფმა.