ალეკო ელისაშვილი: ჩვენ და გახარიას გუნდს მერობის საერთო კანდიდატი გვეყოლება, განიხილება რამდენიმე კანდიდატი, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

ალეკო ელისაშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადებით, ჯერ მიღებული არ არის გადაწყვეტილება, ვინ იქნება „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატი.

მისივე თქმით, რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ.

„4 სექტემბრამდე არის ვადა მერობის კანდიდატების წარდგენის, ვადას არ გადავაცილებთ. მანამდე გაიგებთ, ვინ იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება კანდიდატი. ჩვენ და გახარიას გუნდს გვეყოლება საერთო კანდიდატი. რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გაიგებთ 4 სექტემბერს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, გახარიას გუნდი ხომ არ არის მისი კანდიდატურის წინააღმდეგი, ელისაშვილმა უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს“.