რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს სკოლაში პირველად მივიდა 45 000 ბავშვი. არის სიახლეები. დაწყებით საფეხურზე ბავშვები ფორმებით ივლიან.
შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები. მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე 100 სკოლაში რობოტიკის კლუბი იხსნება. ფართოვდება "სამხედრო საქმის" პროგრამა. ამოქმედდა მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების შეზღუდვის წესი. 30-მდე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განახლებული გარემო დახვდათ.
"დღეს ჩვენ აეროპორტის დასახლებაში ვხსნით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. 900-ს ბავშვზე არის ეს სკოლა გათვლილი.
რაც შეეხება ზოგადად სკოლებს, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლა. დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება 25 საჯარო სკოლა, თუმცა გამოწვევა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურებული არის.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადებას," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.