ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე,  ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს - ირაკლი კობახიძე  

კობახიძე

ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს -  ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე.

„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს -  ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას. ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს“,  - განაცხადა პრემიერმა.