უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებებით, რომელიც საგადასახადო კოდექსში შედის, ავტომობილების იმპორტის დროს აქციზის დაბეგვრის ერთიანი მოდელი განისაზღვრება.
შედეგად, განბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის ერთ კუბზე ლარნახევრით განისაზღვრება. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდება.
კანონპროექტის თანახმად, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კვლავ ძალაში დარჩება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი.