2021 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია, პენსია, საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება

პარლამენტი

2021 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია, პენსია, საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს ჯანდაცვის სამინისტრომ წარუდგინა.

პროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე შეწყდება – ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებლო წარმოებები ლეგალიზებული კომპენსაციის, პენსიის, საარსებო შემწეობის თუ სოციალური პაკეტის დაბრუნების საქმეებზე.

სამინისტროს განმარტებით, შეღავათი შეეხება – 1685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 252 პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ – 304 პირს, საარსებო შემწეობის მიმღებ – 1444 პირს/ოჯახს.