„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კიევის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება ორი მთავარი პრიორიტეტია მსურველთა კოალიციისთვის და ამ პრიორიტეტების შესახებ უკვე აცნობა ზელესკისა და კოალიციის სხვა ლიდერებს.
„გეგმა, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას რეპარაციული სესხის სახით გადაეცეს, კომპლექსურია, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ომს, სისხლის ღვრას, მკვლელობას და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას, მით უფრო მაღალი იქნება ფასი რუსეთისთვის“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კავშირები ევროპის შიგნით იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ისინი გააგრძელებენ ერთიან მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის დასაცავად.