ზელენსკიმ უკრაინაში ამერიკული იარაღის მიწოდების განახლების შესახებ განაცხადა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში აშშ-დან იარაღის მიწოდება განახლებულია.

„გვაქვს უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. მოწოდება განახლებულია“, - აღნიშნა მან ღამის ტრადიციული მიმართვის დროს და დასძინა, რომ მზადდება „თავდაცვის ახალი, ევროპული პაკეტები“.

უკრაინაში ამერიკული იარაღის მიწოდების განახლების შესახებ ინფორმაცია მედიამ 10 ივლისს გაავრცელა.

1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა კიევში გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდება შეაჩერა, თუმცა ერთ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით იარაღს მიაწვდის.