ცნობილია, მარჯანიშვილზე მოკლული ქალის ვინაობა
1768464197
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, კომენდანტის საათის წესებს გადახედოს.
„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეგვიძლია, გავაუქმოთ კომენდანტის საათი ზოგიერთ ქალაქში. იქ, სადაც უსაფრთხოების ვითარება ამის საშუალებას იძლევა. თანამდებობის პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებები, რათა ნებისმიერ დროს ხალხმა მიიღოს ყველა საჭირო მხარდაჭერა და ბიზნესმა უფრო რაციონალურად დაგეგმოს თავისი მუშაობა“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდება, რაც მთავრობას მეტ შესაძლებლობას მისცემს.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, გაიზრდება ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობები.