ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისა და შემდგომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ გავრცეlებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ გადამწყვეტი დეტალები. პრიორიტეტები სრულიად ნათელია. პირველი – მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე – ეს არის ფორმატი ლიდერებისთვის, რომ შეხვედრამ ხელი შეუწყოს ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. ჩვენ უკრაინაში არაერთხელ ვთქვით, რომ რეალური გადაწყვეტილებების ძიება შეიძლება, აღმოჩნდეს ნამდვილად შედეგიანი სწორედ ლიდერების დონეზე. საჭიროა, განისაზღვროს დრო ასეთი ფორმატისთვის, საკითხების წრე. მესამე – უსაფრთხოების გრძელვადიანობა. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“,, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ არხში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.