უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ღამით რუსეთმა ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად საფოსტო კომპანიის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

„რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საფოსტო საწყობები. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა  ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.