უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის სახლში

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის სახლში. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ყოფილი მინისტრის სახლში ჩხრეკისას „ნაპოვნია უკანონო ტელეფონი და სხვა ნივთები“.

რეზნიკოვის სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელა გამოცემა ZN.UA-მ წყაროებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით, წყაროებმა დააზუსტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები 30 ივნისს ჩატარდა.

საქმე ეხება არმიისთვის პროდუქტების გაბერილი ფასებით შესყიდვას.