დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება - დეტალებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს
1765397506
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელა ორ რუსულ გემზე, „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოძრაობა „შავი ნაპერწკალის“ წარმომადგენლებმა.
გემებს, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაარტყეს. აღნიშნულ გემებს ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, აშშ-ის მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.